შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ყურძენი, თაფლი, ხორცი – 10 პროდუქტი, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ფასი გასულ თვეს ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • ყურძენი – 61,67%
  • ატამი – 36,96%
  • ქლიავი – 28,52%
  • მსხალი – 26,32%
  • ბოთლის ღვინო – 14,13%
  • ძროხის ხორცი – 13,76%
  • ტომატ-პასტა – 13,61%
  • კიტრის მწნილი – 10,85%
  • ხილის წვენები – 10,12%
  • თაფლი – 8,07%