შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შემზარავი ავარია – ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, არის მსხვერპლი

დღეს, 9 ოქტომბერს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.