შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შემზარავი ფაქტი ყვარელში – საზაფხულო ბანაკის წინ ძაღლი მოკლეს

საზაფხულო ბანაკის წინ, სადაც ბავშვები ისვენებენ მიკედლებული ძაღლი საკონტროლო გასროლით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი ავრცელებს. 

„სასწრაფოდ!!!! ყვარელში, საზაფხულო ბანაკის წინ, სადაც ბავშვები ისვენებენ მიკედლებული ძაღლი საკონტროლო გასროლით მოკლა ვიღაც არამზადამ!! ბავშვები არიან დაზაფრულები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.