შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შობას ულოცავს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.

“შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს” – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

“საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ–ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს” – აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც პოსტში.