შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ასევე, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ფრაგმენტი. მაშველებმა დაღუპულს სტიქიის ეპიცენტრში მიაგნეს.

ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  25-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი.

სპეციალისტების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 84% გადამოწმებულია. დარჩა 26 %, რასაც 2 დღე დასჭირდება.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.