შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შსს – „თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ცხელ კვალზე დავაკავეთ

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ცნობისთვის, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ნიღბიანმა მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 178-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ძარცვას გულისხმობს.