შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ცინცაძის ქუჩაზე ნიღბიანი პირი თიბისი ბანკში შეიჭრა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოასწრო და ფილიალიდან პოლიციის მისვლამდე გაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.