შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ძაღლი არ არის სათამაშო და მისი ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა – მაია ბითაძე

კანონპროექტის დაინიციირებამ ძალიან თვალნათლივ დაგვანახა, რომ გამომდინარე არარეგულირებადი სფეროდან, არსებობს ძალიან ბევრი კერძო ე.წ. შავი ინტერესი, რომელიც ცდილობს არ იყოს კანონი მიღებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„კანონპროექტი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ჩვენ მკაცრად გავაკონტროლოთ კერძო საკუთრებაში მყოფი ძაღლების გამრავლების საკითხი, რადგან სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქუჩაში გვყავს აურაცხელი რაოდენობის მიუსაფარი, თუ მიკედლებული ცხოველი. კანონპროექტის დაინიციირებამ ძალიან თვალნათლივ დაგვანახა, რომ გამომდინარე არარეგულირებადი სფეროდან, არსებობს ძალიან ბევრი კერძო ე.წ. შავი ინტერესი, რომელიც ცდილობს არ იყოს კანონი [„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“] მიღებული. ყველას ვპირდები, რომ კანონპროექტი აუცილებლად დამტკიცდება და რამდენიმე წელიწადში ყველა ერთად ვიამაყებთ იმით, ძაღლი არ არის სათამაშო და მისი ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ბითაძემ.

დღეს პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.