1 დაღუპული და 7 დაშავებული - ავარია საგარეჯოში

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ავარია საგარეჯოში

23-08-2023 10:21
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 883

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას გაერთიანებული ემირატების მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა მოცურების შედეგად, ჯერ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი, მიკროავტობუს შეეჯახა.

ძლიერ შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გაერთიანებული ემირატების მოქალაქე 32 წლის ქალი და დაშავდა 7 მგზავრი.

ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე