შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია მიმდინარე წელს

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 330 600, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2 529 517 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75.9%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -26%-ით ჩამორჩება.

2023 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • თურქეთი – 582 527 ვიზიტორი;
  • რუსეთი – 577 632 ვიზიტორი;
  • სომხეთი – 397 116 ვიზიტორი;
  • ისრაელი – 106 530 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი – 85 777 ვიზიტორი;
  • უკრაინა – 67 040 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი – 57 771 ვიზიტორი;
  • ირანი – 50 932 ვიზიტორი;
  • ბელარუსი – 44 570 ვიზიტორი;
  • პოლონეთი – 36 103 ვიზიტორი;
  • ინდოეთი – 35 140 ვიზიტორი.
  • გერმანია – 25 020 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი – 20 250 ვიზიტორი;
  • აშშ – 18 359 ვიზიტორი;
  • ფილიპინები – 15 484 ვიზიტორი.