შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 240 მლნ ლარამდე იზრდება

მომავალი წლის ბიუჯეტით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 240 მლნ ლარამდე იზრდება.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა და თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის 330,0 მლნ ლარია გათვალისწინებული.

„თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 370,0 მლნ ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 110,0 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 210,0 მლნ ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 104,0 მლნ ლარით აღემატება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 205,0 მლნ ლარი“, – ნათქვამია დოკუმენტში.