შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

23 წლის კაცი 13 წლის გოგოს, მუქარითა და შანტაჟით, სხვადასხვა სექსუალური ქმედების ტელეფონით გადაღებას აიძულებდა

„კურიერმა“ დღეს არასრულწლოვანი გოგოს ჩვენება მოიპოვა, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულს აღწერს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი “კურიერს” უმძიმესი დანაშაულის დეტალებს უყვება. 23 წლის მამაკაცმა 13 წლის გოგოს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა აიძულა. მოზარდის მიმართ შანტაჟი ამით არ დასრულებულა. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, მამაკაცმა არასრულწლოვანს მოსთხოვა სხვადასხვა სახის სექსუალური ქმედების ტელეფონით გადაღება, მათ შორის კბილის ჯაგრისის გამოყენებით. “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა დაზარალებულის ჩვენება, სადაც ის ზრდასრული მამაკაცის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის დეტალებს აღწერს.