შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა

ოთხი აპრილი უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ცხოველების მოყვარულ საზოგადოებას თავშესაფარში ეპატიჟება, მოეწყობა ლეკვების გაჩუქების აქციაც ღონისძიების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ცხოველისთვის გამოიძებნოს პატრონი.

„4 აპრილს მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ეს დღე მიუსაფარი ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობის და დახმარების დღეა.  ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო 13:00 საათზე ცხოველების მოყვარულ საზოგადოებას სააგენტოში ვეპატიჟებით, სადაც მოეწყობა ლეკვების გაჩუქების აქცია. მსურველებს ეს დღე სააგენტოს ბინადრებთან ერთად შეუძლიათ გაატარონ. ამასთან, მოგმართავთ თხოვნით, მიუსაფარი ცხოველებისადმი გამოიჩინოთ ჰუმანური დამოკიდებულება, იზრუნოთ მათზე, მისცეთ თავშესაფარი და  შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ყოველწლიურად, უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე 2011 წლის 4 აპრილიდან აღინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში, დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაურია, რომელიც ღამეს ქუჩაში ათევს.