ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება. „არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. “თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის,” – ძალიან სწორად არის ნათქვამი, “– ციტირებს მედია ლუკაშენკოს.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.
„თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ ქებას დაგვიწყებენ, უბედურებაა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი მტკიცებით, ბელარუსი არავის ემუქრება.
„ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
პოსტი ნახა: 189