რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიდგომას – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„იარაღი არსებობს იმისათვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ყველაფერი გვაქვს გაწერილი ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია“, – განაცხადა პუტინმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა მზად რუსეთი, გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.
პოსტი ნახა: 219