სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.
მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულს ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.
ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.
პოსტი ნახა: 185