სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა (122 416-მა ოჯახმა) მიიღო, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 226 328-ია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 191 ადამიანს (44 298 ოჯახს), 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება და სექტემბრის თვეში საარსებო შემწეობა არ გადარიცხვიათ – სააგენტოს ინფორმაციით, გასულ თვეში, საარსებო შემწეობის მიღება 20 872 პირს შეუჩერდა, 440-ს კი შეუწყდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სექტემბერში, ფულადი დახმარების მიღებაზე უარი 5 842-მა ადამიანმა განაცხადა. 15 855 პირის შემთხვევაში კი სოციალური დახმარების დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს.