2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი, განათლება და ჯანმრთელობის დაცვა.
,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზე ფასიც გასულ თვეს ყველაზე მეტად შემცირდა:
- წიწიბურა – 44.9%-ით
- მზესუმზირის ზეთი – 41.4%-ით
- კიტრი – 33.8%-ით
- მარგარინი – 20.3%-ით
- ლიმონი – 16%-ით
- ნიგოზი – 13.1%-ით
- მანანის ბურღული – 12.9%-ით
- ხორბლის ფქვილი – 10.6%-ით
- მარილი – 9.9%-ით
- ხორბლის პური – 9.5%-ით
პოსტი ნახა: 384