გრიგოლეთში გამორიყული გვამი, შესაძლოა თურქეთის მოქალაქე იყოს.
არსებული ინფორმაციით, 2023 წლის 9 აგვისტოს თურქეთის მოქალაქე წყალში დაიხრჩო, რომელიც ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
შეგახსენებთ, დღეს დილით, გრიგოლეთში, სასტუმრო ,,ანდამატის” მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ ადამიანის გვამი გამორიყა.
კადრები ადგილიდან ადვოკატმა ლევან ჭელიძემ გაავრცელა.
პოსტი ნახა: 972