საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანი, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სახალხო ზეიმი მიმდინარეობს, დატოვა.
სალომე ზურაბიშვილს სცენაზე ასვლისა და ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა. შეკრებილებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.
პრეზიდენტის თქმით, მას იმ სიხარულს, რაც ახლა აქვს, ვერაფერი შეუცვლის და არც სწყინს.
„მე ვიტყოდი ერთ რამეს, მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა, ეს იქნება ჩვენთვის, ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლილი მადლობები…..
[ტრიბუნაზე გამოსვლის საშუალების არ მიცემა] არც მწყინს, არც მიხარია….მე მიხარია, ის, რაც აქ, ხალხში ხდება. ამ სიხარულს ვერავინ შემიცვლის ვერაფრით, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ, გილოცავთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.