რაჭაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.
თათბირს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
არსებული ინფორმაციით, საგანგებო შტაბის სხდომას მათ შორის, ასევე ესწრება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.
მედიისთვის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
პოსტი ნახა: 304