რუსეთის ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ათი ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პოსტი ნახა: 462