დაბა ჩაქვში ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც ამავე სახელოსნოში იყო დასაქმებული.
„როგორც გავიგეთ სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა და შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლს დაეცა. სასწრაფო დამხმარების ბრიგადა მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა“, – ამბობენ ადგილობრივები.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
პოსტი ნახა: 552