4 დარგი იმერეთში, რომელსაც ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი გააჩნია

4 დარგი იმერეთში, რომელსაც ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი გააჩნია

იმერეთში გამოკვეთილია 4 პრიორირეტული მიმართულება, რომელსაც ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი გააჩნია. ამის შესახებ საუბარია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ კვლევაში.

საუბარია, დოკუმენტზე სახელწოდებით - „2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია იმერეთში“, სადაც რეგიონის ეკონომიკური და სოციალური მახასიათებლებიც არის განხილული.

როგორც სამინისტრო განმარტავს, იმერეთის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის კარტირება განხორციელდა JRC-ის ექსპერტების მონაწილეობით და მიზნად ისახავდა იმერეთისთვის იმ დარგების გამოვლენას, რომლებსაც აქვთ როგორც ძლიერი მხარეები, ასევე გარდაქმნის სტიმულირების პოტენციალიც.

ჩატარდა რამდენიმე სახის კვლევა, საბოლოოდ კი , ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევის საფუძველზე, დაჯგუფების და დასახელებების დაზუსტების შედეგად, იმერეთის რეგიონისთვის პერსპექტიულ პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა შემდეგი:

  • ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება
  • ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება
  • კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება, ჰორეკას სექტორი)
  • ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება
პოსტი ნახა: 334


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!