„წელს 1.5 მლნ-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოს საზღვარზე – 2022-2023 წლებში ქვეყანაში სულ მცირე 40 ათასი რუსეთის მოქალაქე დარჩა,“ – ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
„2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის არაერთი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში. რუსების შემოდინებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. შედეგად, მნიშვნელოვანია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა-გასვლის დეტალური მონიტორინგი.
2023 წლის პირველ 9 თვეში 1.5 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოს საზღვარზე, დამატებით 20 ათასი გავიდა, რაც საქართველოდან რუსების გადინების საწყის ეტაპზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რუსეთის მოქალაქეების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო თვეებში ეტაპობრივად შემცირდეს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ცხოვრობს საქართველოში. PMC კვლევითი ცენტრის კალკულაციით, საქართველოში 2022-2023 წლებში ჩამოსული სულ მცირე 40 ათასი რუსეთის მოქალაქე დარჩა,“- ვკითხულობთ კვლევაში.