15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია მიმდინარე წელს

15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია მიმდინარე წელს

21-07-2023 07:10
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 330 600, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2 529 517 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75.9%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -26%-ით ჩამორჩება.

2023 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 582 527 ვიზიტორი;
  • რუსეთი - 577 632 ვიზიტორი;
  • სომხეთი - 397 116 ვიზიტორი;
  • ისრაელი - 106 530 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი - 85 777 ვიზიტორი;
  • უკრაინა - 67 040 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი - 57 771 ვიზიტორი;
  • ირანი - 50 932 ვიზიტორი;
  • ბელარუსი - 44 570 ვიზიტორი;
  • პოლონეთი - 36 103 ვიზიტორი;
  • ინდოეთი - 35 140 ვიზიტორი.
  • გერმანია - 25 020 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი - 20 250 ვიზიტორი;
  • აშშ - 18 359 ვიზიტორი;
  • ფილიპინები - 15 484 ვიზიტორი.
პოსტი ნახა: 610


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!