2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა - მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა

2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა - მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა

12-02-2024 05:25
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გასულ, 2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა - მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა.

ყველაზე ბევრმა 3 808 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასში შეწყვიტა. მათ შორის 2 439 ბიჭი და 1 369 გოგო იყო.

სხვა კლასებში კი მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა ასეთია: 1-ელი კლასი - 832 (449 ბიჭი, 383 გოგო); მე-2 კლასი - 1 137 (600 ბიჭი, 537 გოგო); მე-3 კლასი 1 008 (547 ბიჭი, 461 გოგო); მე-4 კლასი - 1 015 (523 ბიჭი, 492 გოგო); მე-5 კლასი 1 032 (573 ბიჭი, 459 გოგო); მე-6 კლასი - 978 (549 ბიჭი, 429 გოგო); მე-7 კლასი - 1 034 (552 ბიჭი, 482 გოგო); მე-8 კლასი - 946 (495 ბიჭი, 451 გოგო); მე-9 კლასი - 892 (497 ბიჭი, 395 გოგო); მე-10 კლასი - 3 808 (2 439 ბიჭი, 1 369 გოგო); მე-11 კლასი - 1 445 (836 ბიჭი, 609 გოგო); მე-12 კლასი 784 (442 ბიჭი, 342 გოგო).

აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წელს იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, წინა 2021-2022 სასწავლო წლის იმავე მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. უფრო ზუსტად 2021-2022 სასწავლო წელს სწავლა ქვეყნის მასშტაბით 8 846-მა მოსწავლემ შეწყვიტა.

პოსტი ნახა: 233


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!