2023-2024 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაცემულმა დაფინანსებამ 2.087 მილიარდი ლარი შეადგინა. ჯამში მომსახურება 1.083 მილიონზე მეტ ადამიანს გაეწია.
ამავე, 2024 წლის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 1.035 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე 3.3 მილიონ პირს ჯამში 13 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 8.5 მილიარდი ლარით დაუფინანსდა.