2023 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა - ანგარიში

2023 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა - ანგარიში

10-04-2024 04:29
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტროს „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშის“ მიხედვით, 2023 წელს 39 999 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე.

ანგარიშში ასევე შრომის ბაზრის სხვა, სახელმწიფო პროგრამებია მიმოხილული. დოკუმენტის მიხედვით, 2020-2023 წლებში, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 33 264 სამუშაო მაძიებელი, აქედან 15 899 - 2023 წელს.

2020- 2023 წლების საქმიანობის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია:

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში 2020-2023 წლებში დარეგისტრირდა 65 023
სამუშაოს მაძიებელი, აქედან 2023 წელს - 17 339 მოქალაქე;

2020-2023 წლებში, ინდივიდუალური კონსულტირება ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ და
მუნიციპალურ დონეზე, მათ შორის ქ. თბილისის რაიონულ სერვის ცენტრებში, გაეწია 106 253 სამუშაოს
მაძიებელს, მათ შორის:
- 20 102 სამუშაოს მაძიებელს ადგილობრივ ღია შრომის ბაზარზე დასაქმების მიზნით, ამათგან 11
329 პირის კონსულტირება მოხდა 2023 წელს.
- 86 151 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს კონსულტირება გაეწია მუნიციპალურ
დონეზე, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით (აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაიწყო 2022 წლიდან).

  • მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით
    მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 675 მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერითი
    მომსახურება, ამათგან 198 პირს 2023 წელს.
  • კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება გაეწია 10 421 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის
    161 - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამათგან 4 856 სამუშაოს მაძიებელს - 2023 წელს.
  • საშუამავლო მომსახურება მიეწოდა 9 692 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 2 626 პირს - 2023 წელს.
  • ჩატარდა 36 დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 750-მდე დამსაქმებელმა და 4800-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებლებმა. 2023 წელს ჩატარდა 9 ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 250 -ზე მეტმა დამსაქმებელმა და 800-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა.
  • სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 91 დამსაქმებელი და 593 სამუშაოს მაძიებელი (სტაჟიორი), მათ
    შორის 2023 წელს - 31 დამსაქმებელი და 144 სამუშაოს მაძიებელი.
  • ხელფასის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 19 დამსაქმებელი და 28 სამუშაოს მაძიებელი, მათ
    შორის 2023 წელს - 5 დამსაქმებელი და 14 სამუშაოს მაძიებელი.
  • სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში
    მონაწილეობა მიიღო 8 950 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის, 3 911 პირმა - 2023 წელს.
  • საკვანძო კომპეტენციების ტრენინგ - კურსებში მონაწილეობა მიიღო 1547 სამუშაოს
    მაძიებელმა
  • გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, 2 732 პირზე
    გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ, აქედან 2023 წელს 1 193 პირზე, ხოლო 20 პირი დასაქმდა ისრაელის სახელმწიფოში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, მათ შორის 2023 წელს - 3 (ისრაელის სახელმწიფოში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში).
პოსტი ნახა: 181


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!