2023 წელს თბილისში რუსეთის 2 014 მოქალაქემ 2 378 უძრავი ქონება შეიძინა

2023 წელს თბილისში რუსეთის 2 014 მოქალაქემ 2 378 უძრავი ქონება შეიძინა

16-01-2024 04:32
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

2023 წელს თბილისში რუსეთის 2 014 მოქალაქემ 2 378 უძრავი ქონება შეიძინა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარე საბა ბუაძე ავრცელებს ინფორმაციას და მონაცემებს საგანგაშოს უწოდებს.

კერძოდ, საბა ბუაძის განცხადებით, იუსიტიცის სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 5 148 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6 330 უძრავ ნივთზე. მათ შორის, 2 002 იყო რუსეთის მოქალაქე, რომელთაც 2 394 უძრავი ქონება შეიძინეს.

რაც შეეხება 2023 წელს, გასული წლის პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით, 5 192 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6 138 უძრავ ნივთზე. მათ შორის, 2 014 რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ 2 378 უძრავ ნივთი დაირეგისტრირა საკუთრებაში.

პოსტი ნახა: 198


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!