2023 წლის ბოლოს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 044 ლარამდე გაიზარდა

2023 წლის ბოლოს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 044 ლარამდე გაიზარდა

18-03-2024 04:44
კატეგორიები: საინტერესო ამბები

2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა. ზრდა 270.9 ლარია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
    გაიზარდა 17.3%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1%-ით);
  • მშენებლობა - 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19%-ით).

საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში ქალების ხელფასს კვლავ აღემატებოდა. 2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების - 2 463.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 340.7 ლარი (16.0%).

2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.1%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4%-ით) სფეროებში ფიქსირდება.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი. ყველაზე ნაკლები დასაქმებულთა ხელფასი კი, კვლავ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთშია 1013 ლარი.

პოსტი ნახა: 320


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!