18 მარტს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
ფოთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღე +15 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.
გორში დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში მოთოვს, დღე +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +4, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
რუსთავში დღისით +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.