2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 7299 მართვის მოწმობა გაიცა

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 7299 მართვის მოწმობა გაიცა

03-08-2023 06:57
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 7299 მართვის მოწმობა გაიცა.

მონაცემების თანახმად, მართვის მოწმობის ამღებ პირთა შორის საქართველოს მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, პაკისტანის, ისრაელის, აშშ-ის და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

პოსტი ნახა: 296


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!