2023 წლის პირველ კვარტალში, ეკონომიკურმა ზრდამ 8%, ხოლო მეორე კვარტალში 7.8% შეადგინა - საქსტატი

2023 წლის პირველ კვარტალში, ეკონომიკურმა ზრდამ 8%, ხოლო მეორე კვარტალში 7.8% შეადგინა - საქსტატი

15-11-2023 08:05
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

სტატისტიკის სამსახურმა 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები დააზუსტა, რის შედეგადაც, 2022 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4% შეადგინა.

ასევე დაზუსტდა 2023 წლის კვარტალური მონაცემებიც. 2023 წლის პირველ კვარტალში, ეკონომიკურმა ზრდამ 8%, ხოლო II კვარტალში 7.8% შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

„2022 წელს ეკონომიკური ზრდა 10.4%-ით განისაზღვრა, ნაცვლად 10.1%-ისა. ასევე ზრდის მიმართულებით დაზუსტდა 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რის შედეგადაც 9 თვის ეკონომიკური ზრდა 7%-ით განისაზღვრა.

უკვე მე-3 წელია საქართველოს ეკონომიკაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის შედეგია, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე, სიღარიბის შემცირებაზე და სხვადასხვა სოციალურ თუ ეკონომიკურ ინდიკატორებზე,“ - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

პოსტი ნახა: 195


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!