მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 6 მაისს ორშაბათს, მოქალაქეები გორის სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.
თითოეულ მარშრუტზე ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით ივლის და ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოზე არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
ტრანსპორტი ქალაქის მასშტაბით მგზავრებს აიყვანს შემდეგ ლოკაციებზე:
ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია);
წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანისა და ტყვიავის ქუჩების კვეთა);
კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია);
ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია);
სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია);
ქალაქის ცენტრალური ნაწილი (გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა, აღმაშენებლის გამზირისა და სამების ქუჩის კვეთა)
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, უფასო ავტობუსები სასაფლაოს მიმართულებით, 09:00-დან 18:00 საათამდე იმოძრავებს.