ახმეტაში, სტიქიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ახმეტაში, სტიქიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

29-12-2023 08:31
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 411

სტიქიის შედეგების კიდევ ერთი მსხვერპლი კახეთში - ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახმეტის სახანძრო- სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა.

35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ეზოში დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ბეტონის საყრდენი ჩაენგრა, სიმაღლიდან გადავარდა და
ადგილზე გარდაიცვალა.

პრაიმთაიმის ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპნია ,,მაგთიკომის" თანამშრომელია და თბილისიდან კახეთში, სამუშაოს შესასრულებლად იყო გაგზავნილი.

სტიქიას მსხვერპლი გუშინაც მოჰყვა. ახმეტაში 79 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი რკინის კონსტრუქცია დაეცა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე