ალექსანდრე ლუკაშენკო - ჩვენ ვემზადებით ომისთვის - თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის

ალექსანდრე ლუკაშენკო - ჩვენ ვემზადებით ომისთვის - თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის

02-04-2024 07:38
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება. „არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. "თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის," - ძალიან სწორად არის ნათქვამი,- ციტირებს მედია ლუკაშენკოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.

„თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ ქებას დაგვიწყებენ, უბედურებაა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, ბელარუსი არავის ემუქრება.

„ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

პოსტი ნახა: 149


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!