ამ ეტაპზე პურის გაძვირების საფრთხე არ არსებობს - ლევან სილაგავა

ამ ეტაპზე პურის გაძვირების საფრთხე არ არსებობს - ლევან სილაგავა

30-05-2024 04:34
კატეგორიები: საინტერესო ამბები

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ფასი ტონა ხორბალზე 40 ლარით გაიზარდა, თუმცა ეს პურზე ფასის ზრდის საფუძველს არ ქმნის.

წელს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მოსავლის გაუარესებულ რაოდენობას ელოდებიან. ბოლო ინფორმაციით, 7 მლნ ტონით ნაკლებ მოსავალს მიიღებს რუსეთიც, რამაც ფასის ზრდის მოლოდინები გააჩინა.

„იმ რვა ქვეყანაში, რომელიც ამარაგებს მსოფლიოს გაუარესებული მდგომარეობაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, არგენტინაში, და რუსეთში. აქ ბოლო 2 თვის პროგნოზით 7 მლნ ტონით ნაკლები მოსავალია, შესაბამისად, ამით არის განპირობებული ფასების გაზრდასთან არსებული მოლოდინები.

ფასის განმაპირობებელია ასევე ის, რომ ახლა დაიწყება მოსავლის აღება რუსეთში, შემდეგ უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში. ეს იქნება დამაბალანსებელი იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში ხდება ძველი გარდამავალი მარაგების „გამოყრა,“ რომ ახალს დაეთმოს შესანახი მეურნეობები. ამან შეიძლება იმუშაოს, რომელი გადაწონის ის იქნება ფასის განმსაზღვრელი.

დღეს საქართველოში ფასების ოდნავი მატება არის მაგრამ არა ისეთი, რომელმაც შეიძლება ფასის ზრდაზე გავლენა მოახდინოს 1 ტონა ხორბლის ფასი გაძვირებულია 40 ლარით, 720-დან 760-მდე, თუმცა გადამუშავებაზე როცა გადადის ეს შეიძლება იყოს ერთ ტომარაზე 1 ლარი, რაც კრიტიკული არ არის. როცა ფასის ზრდაზე ვსაუბრობთ ხოლმე იქ 10-ლარიანი ბიჯებია ხოლმე“, - განმარტა სილაგავამ.

მისივე ინფორმაციით, ფქვილის იმპორტის გაფორმებისთვის მომსახურების საფასურის ამოქმედებიდან თითქმის 1 წლის თავზე ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 30 მლნ ლარია. სილაგავა ფიქრობს, რომ პოტენციურად ფასის ზრდა სახელმწიფოს შეუძლია ამ სახსრებიდან დააბალანსოს.

„1 წელი სრულდება 11 ივნისს, რაც ფქვილზე გადასახადია შემოღებული. მეპურეებიც და მემარცვლეებიც გვეთანხმებიან, რომ კარგად იმუშავა ამან რადგან მეხორბლეებმა ხორბალი ჩააბარეს შესაბამის ფასად, ხოლო მოსაკრებლიდან რომელიც 250 ლარია ტონა ფქვილზე, აქედან შეიქმნა 30 მლნ ლარიანი ფონდი. პირობითად მას შეიძლება ვუწოდოთ „პურის სტაბილიზაციის ფონდი.“ ეს აქამდე ბიუჯეტში საერთოდ არ იყო. თუ სერიოზული გაძვირება წავიდა, შეგვიძლია ამ ფონდიდან 30 მლნ გამოვიყენოთ ფასის შესანარჩუნებლად. დათვლილი გვაქვს და ეფექტი 10 თეთრიანი სხვაობის დაბალანსებისა თვიურად დაგვიჯდება 1, 2 მლნ ლარი. ანუ შეგვიძლია 2 წელზე მეტხანს ვაბალანსოთ ეს გაძვირება თუკი საჭიროება დადგება“, - მიიჩნევს სილაგავა.

პოსტი ნახა: 267


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!