ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში - ღამით, შეშელიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.