გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად ხვალ, 31 მაისს გაიხსნება.
საზეიმო ღონისძიებები გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ გაიმართება.
აქტივობები 13:00 საათზე დაიწყება.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანლის, რობერტ მაღლაკელიძის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.
„მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ. ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, ასევე, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად, აქტივობაში ჩაერთვებიან საბავშვო ბაღები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის თემატიკით საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ“, - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.