კასპში კაცი სტადიონის მშენებლობაზე დაიღუპა

კასპში კაცი სტადიონის მშენებლობაზე დაიღუპა

08-04-2024 05:19
კატეგორიები: COVID-19
პოსტი ნახა: 835

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში კაცი სტადიონის მშენებლობაზე დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის კაცი მიწის მოწყვეტილმა მასამ ჩაიტანა, რის შემდეგაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე