ამერიკული ჯარები დაიცავენ ტაივანს ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში – ჯო ბაიდენი

ამერიკული ჯარები დაიცავენ ტაივანს ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში – ჯო ბაიდენი

20-03-2023 09:07
კატეგორიები: ახალი ამბები

„აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ომში ამერიკელი სამხედროები არ ჩაერთვებიან, მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით, ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის სამხედრო ძალები ტაივანს დაიცავენ.

„უკრაინა, იმ მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვუწევთ მათ, წარმოუდგენელი სიმამაცითა და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მონდომებით, არ აგებს ომს და მათ გარკვეულ სფეროებში წარმატება აქვთ. უკრაინაში ომის მოგება არის უკრაინიდან რუსეთის სრული გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა, რომ იქნებოდა. მაგრამ ომის მოგება – ზიანი, რომელსაც ის აყენებს, მოქალაქეები და უდანაშაულო ხალხი იღუპებიან, საშინლად რთულია ამის გამარჯვებად ჩათვლა. რუსეთმა რაც გააკეთა, იყო ბარბაროსობა. მისი თავდასხმები ყველაფერზე, სამოქალაქო საავადმყოფოებიდან, მოგეხსენებათ, მოხუცებულთა სახლებამდე, იმ უბნებზე, სადაც ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

პოსტი ნახა: 263


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!