არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენებს - მეცოლა

არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენებს - მეცოლა

14-12-2023 08:18
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

"მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ევროპარლამენტი ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენებს", - ეს განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

მეცოლა ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რაზეც პასუხები დასავლელ პარტნიორებს ჯერ არ აქვთ. მეცოლა ხაზგასმით ამბობს, რომ თუ საქართველოსთვის დაკისრებული ვალდებულებები შესრულდება, ევროპარლამენტი ამას მიესალმება. 

მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ევროპარლამენტი ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენებს, ჩვენ საქართველოსთან ახლოს ვართ და ჩვენ გამოვხატეთ მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად თუ იქნება პირობები შესრულებული, ჩვენ მოხარული ვიქნებით," - ამბობს რობერტა მეცოლა.

პოსტი ნახა: 273


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე