ბერძნული ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ 6 ნოემბრიდან ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.
„სქაი ექსპრესი“ 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.