ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა - რამდენი ჯარიმა დაიწერა წელს?

ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა - რამდენი ჯარიმა დაიწერა წელს?

25-11-2023 05:15
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 10 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 3,087,325 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 85%-ით მეტია.

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 154,000-მდე ჯარიმა დაწერეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანახმად, ავტობუსებით ყოველდღიურად 353 ათასი ადამიანი გადაადგილდება, შესაბამისად 10 თვეში დაწერილი ჯარიმების რაოდენობა არის ერთ დღეში ავტობუსის მომხმარებელთა რაოდენობის დაახლოებით 40%.

პოსტი ნახა: 540


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!