აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 1,7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა 

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 1,7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა 

24-11-2023 08:23
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

წელს, 10 თვეში საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,230 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1,7 მლნ აშშ დოლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შარშან, იანვარ-ოქტომბერში, ქვეყნებს შორის 1,058 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა.

ამასთან, წელს 10 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში 713,516 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 541,812 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, წელს, იგივე საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან 516,985 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის 10 თვეში - 516,876 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს 10 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ აზერბაიჯანში.

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 250,289 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 68,181 მლნ აშშ დოლარი
  • ცემენტი - 46,499 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 28,529 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 18,774 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 371,982 მლნ აშშ დოლარი
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 26,135 მლნ აშშ დოლარი
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 21,924 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 20,295 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 19,998 მლნ აშშ დოლარი

ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დღეს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პრემიერი SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პოსტი ნახა: 214


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!