ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება

ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება

20-06-2025 16:17
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 288

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

მოსამართლე ზვიად შარაძემ სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ პროცესი გადადო.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე