სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

20-06-2025 14:31
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 503

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა. საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც შსს-ის ინფორმაციით, დათაშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოტო: IPN



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე