ბათუმის სანაპიროზე 8-ბალიანი შტორმია - ძლიერი შტორმის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

ბათუმის სანაპიროზე 8-ბალიანი შტორმია - ძლიერი შტორმის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

27-11-2023 06:37
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ძლიერი შტორმის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სანაპიროზე 8 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რამაც ბულვარში არსებული სასეირნო პრომინადი და რამდენიმე მონაკვეთი დატბორა.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე მერიისა და ბულვარის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით სანაპირო ზოლზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

პოსტი ნახა: 408


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე