ბათუმის შემოვლით გზაზე 20 ხიდი და 5 გვირაბი აშენდება

ბათუმის შემოვლით გზაზე 20 ხიდი და 5 გვირაბი აშენდება

13-05-2024 07:06
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ბათუმის ახალი, 14 კმ-იანი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გზები“ ავრცელებს.

აქამდე, ბათუმისკენ მიმავალი არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონებს კვეთდა, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლასაც ართულებდა.

გზის მშენებლობა ამჟამად უკვე მიმდინარეობს. შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 20 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი 2024 წელს დასრულდება.

პოსტი ნახა: 251


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე